აშშ-მა ერაყის უსაფრთხოების ძალებთან ერთად ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა – ლიკვიდირებულია დაჯგუფების 15 წევრი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყის უსაფრთხოების ძალებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის შედეგად კი ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის (ISIS) 15 წევრი. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

საქართველო უერთდება ევროკავშირის სანქციებს ISIS და Al-Qaeda– ს წინააღმდეგ

აღნიშნულია, რომ ISIS-ის „ბოევიკებს“ თან ჰქონდათ „დიდი რაოდენობით იარაღი, ყუმბარა და თვითმკვლელი ტერორისტების ე.წ შაჰიდის ქამრები“.

„ამავდროულად, ოპერაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობაში.

„ამ ოპერაციის სამიზნე იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები. ოპერაცია მიზნად ისახავდა ტერორისტული ორგანიზაციის უნარის შესუსტებას დაგეგმონ, ორგანიზება გაუწიონ და განახორციელონ თავდასხმები ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაზე, აშშ-ის მოქალაქეებზე, მოკავშირეებსა და პარტნიორებზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის ყველა თავშესაფარი, იარაღი და ლოგისტიკა.