ძლიერი წვიმა ურეკში – წყალმა კომერციული ობიექტის და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შეაღწია

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან.

წყალდიდობა

ადგილობრივების თქმით, ურეკში დატბორილია მესხის ქუჩა და ქვედა წერეთლის ქუჩის ნაწილი. ხოლო სოფელ შრომაში მდინარე სეფა ადიდდა.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი გავრცელებულ კადრებში ამბობს, წყალმა კერძო სახლის პირველ სართულზე შეაღწია და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა.