რუსული მხარე: ბელგოროდზე შეტევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდზე განხორციელებულ შეტევას ხუთი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.

შეტევა

მისი თქმით, ორთხივე დაღუპული – ერთი ქალი და სამი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მოსვლამდე.

„დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაჭრილია 37 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის, შვიდი ბავშვი“, – წერს გლადკოვი Telegram-ზე. 

რუსული მხარე უკრაინას Vampire MLRS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებიდან კასეტური საბრძოლო მასალების სროლაში ადანაშაულებს.