სომხეთის ატომური ელექტროსადგური გვიან ღამით მეხის დაცემის გამო ავარიულად გაითიშა, განაცხადა სომხეთის ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესმდივანმა სონა ჰარუთუნიანმა.
„სომხეთის ატომური ელექტროსადგური ავარიული გაჩერების რეჟიმში ენერგოსისტემიდან გაითიშა. მიზეზი მეხის დაცემა გახდა, რის შედეგადაც სადგურის უსაფრთხოების სისტემებმა ის უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ დრომდე ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.
როგორც ჰარუთუნიანმა განაცხადა, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ჩატარებულმა მოდერნიზაციის სამუშაოებმა უსაფრთხოების მხრივ ეფექტური და კარგი შედეგის მომტანი იყო.