უკრაინამ აშშ-ს იმ რუსული ობიექტების სია გადასცა, რომლებზეც იერიშის მიტანა ამერიკული იარაღით სურს

უკრაინამ აშშ-ს რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული იმ ობიექტების სია წარუდგინა, რომლებზეც იერიშის მიტანა ამერიკული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით ATACMS-ით მიტანა სურს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა CNN-თან ინტერვიუში.

„ჩვენ ავუხსენით, თუ რა პოტენციალი გვჭირდება, რათა საკუთარი მოქალაქეები რუსული ტერორისგან დავიცვათ, რომელსაც რუსები იწვევენ, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოგვისმენენ“, – ციტირებს CNN-ი უმეროვს.

პენტაგონში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ATACMS-ის რაკეტები რუსეთში არსებული სამიზნეების უმეტესობას ვერ მისწვდება, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი თვითმფრინავები, მაგალითად, უკრაინის საზღვრებიდან მოშორებით განალაგა. თუმცა, უმეროვი ამას უარყოფს.

„ჩვენ მათ [ამერიკელებს] ვაჩვენებთ, რომ აეროდრომები, რომლებსაც ისინი ჩვენ ქალაქებზე დარტყმებისთვის იყენებენ, [რაკეტების] მოქმედების ზონაშია“, – დასძინა უმეროვმა.