United Airlines-ის რეისზე ძლიერი ტურბულენტობის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

United Airlines-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც მექსიკის ქალაქ კანკუნიდან ჩიკაგოს მიმართულებით ასრულებდა რეისს, ძლიერი ტურბულენტობის ზონაში მოექცა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს ამერიკულ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.

თვითმფრინავი

როგორც United Airlines-ში აცხადებენ, ინციდენტის გამო, თვითმფრინავი მემფისში დაეშვა.

არსებული ცნობით, საავადმყოფოში ერთი ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო.

„ავიაკომპანია United-ის რეისი 1196 მემფისის აეროპორტში გადამისამართდა. იმ დროს, როდესაც რეჟიმი „გთხოვთ, შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები“ იყო გამწვანებული, თვითმფრინავი მცირეხნიანი ძლიერი ტურბულენტობის ზონაში მოყვა. მედიკოსები თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე დახვდნენ და ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორც The Guardian აღნიშნავს, მაისში Singapore Airlines რეისი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 71 კი დაშავდა. მაშინ, თვითმფრინავი 54 მეტრის სიმაღლეზე 5 წამზე ნაკლებ დროში დაეშვა, შემდეგ კი, ავარიული დაშვების განსახორციელებლად ბანგკოკისკენ გაემართა.