ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი.

უკრაინის პრეზიდენტი

შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის აპარატმა გამოაქვეყნა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ნიკოლაევიჩ ოლეშჩუკი გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა.

„ახლა, დასკვნების გამოტანის დროა. გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური. უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრების, მობილური სახანძრო ჯგუფების მეომრებისა და საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების – ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის და შედეგებისთვის. იგივეა საჭირო ბრძანებების გამცემთა დონეზე. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა და ყველა ჩვენი მებრძოლი“, – განაცხადა ზელენსკიმ.