„უკრაინაში ტრაგედიის მთავარი მიზეზი კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკა გახდა“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს „სპეცოპერაციის“ მიზნების განხორციელებას.
„უკრაინა დასავლეთის გეოპოლიტიკური ამბიციების განსახორციელებელ მონეტად იქცა. ისინი აგრძელებენ კიევის ამჟამინდელი რეჟიმისთვის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას და მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად განიხილავენ.
ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, განვაგრძობთ დასახული ამოცანების თანმიმდევრულად შესრულებას, რომ დავიცვათ რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, ამბობს პუტინი ინტერვიუში.
მისივე თქმით, დასავლეთი ნაციონალისტურ და ანტირუსულ ორგანიზაციებს აფინანსებდა და ავრცელებდა კონცეფციას, თითქოს რუსეთის ფედერაცია უკრაინის მარადიული მტერია.