ეგზიტპოლი: აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას მმართველი პარტია მოიპოვებს

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს.

ილჰამ ალიევი

Reuters-ი ინფორმაციას Oracle Advisory Group-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს და აზუსტებს, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის „ახალი აზერბაიჯანი“ პარლამენტში 125 ადგილიდან 63-ს მოიპოვებს. ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას 69 მანდატი ჰქონდა.

პირველად 15 წლის განმავლობაში არჩევნებში ოპოზიციური პარტია „მუსავატი“ მონაწილეობდა, რომელიც აქამდე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა. ეგზიტპოლის თანახმად, მან საკანონმდებლო ორგანოში ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვა.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 1 სექტემბერს ჩატარდა.