ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინაში სიტუაცია ახლა უკეთესია, ვიდრე სამი თვის წინ

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ახლა უკრაინაში სიტუაცია უკეთესია, ვიდრე სამი თვის წინ.

ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ძნელია იმის დადგენა, როდის დასრულდება ომი, რომელიც 2.5 წელზე მეტია გრძელდება.

„სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ უკრაინისთვის სიტუაცია უკეთესია, ვიდრე სამი თვის წინ იყო“, – აღნიშნა სტუბმა.

სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის პირობები, რომელიც წამოაყენა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, არის ტერიტორიების დაბრუნება, უსაფრთხოების გარანტიები, ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა და ქვეყნის აღდგენა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე, საჭირო იქნება“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

სტუბს, ასევე, ჰკითხეს, რატომ ეზღუდება უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის შიგნით დარტყმისთვის.

მისი თქმით, არ უნდა იყოს შეზღუდვები, სანამ უკრაინა ამას თავდაცვის მიზნით და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აკეთებს, მაგრამ დარტყმები არ უნდა მოხდეს სამოქალაქო ობიექტებზე.

მას მიაჩნია, რომ რუსეთი ფინეთის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო საფრთხეს წარმოადგენს.

„უსაფრთხოების ნომერ პირველი საფრთხე რუსეთია, მაგრამ შეშფოთების საფუძველი ჯერ არ არსებობს“, – დასძენს სტუბი.