ვლადიმირ პუტინი – რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

„მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია – ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მეტიც, დონბასში შეტევის ასეთი ტემპი დიდი ხანია არ გვქონია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმკლავდეთ ამ ბანდიტებს, რომლებიც შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში, სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.