რუსული ჯარების წინსვლა პოკროვსკის მიმართულებით არა მხოლოდ მომარაგების მნიშვნელოვან ხაზებს, თავად ქალაქს და მის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, არამედ აგრეთვე, უკიდურესად სახიფათო სიტუაციას ქმნის უკრაინელი ჯარებისთვის, რომლებიც პოკროვსკის სამხრეთით იმყოფებიან. ამის შესახებ Forbes-ის ანალიტიკოსი დევიდ ექსი წერს.
მისი თქმით, რუსებმა, პოკროვსკთან მიახლოებით, გვერდი აუარეს უკრაინულ ძალებს, რომლებსაც თავდაცვითი ხაზი სოფელ მემრიკსა და მდინარე ვოვჩას შორის შორის ჰქონდათ მოწყობილი, ახლა კი, ისინი მალე შესაძლოა ალყაში მოექცნენ.
„რუსების რამდენიმე გადამწყვეტი მანევრის საშუალებით, ეს ადგილი შესაძლოა ასობით უკრაინელი ჯარისკაცისთვის ხაფანგად გადაიქცეს“, – წერს ანალიტიკოსი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ ადგილას კონცენტრირებული არიან 59-ე მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის, 68-ე იაგერის ბრიგადის, 117-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადისა და მე-15 ეროვნული გვარდიის ბრიგადის ქვედანაყოფები.
ამასთან, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ უკრაინული ძალების ერთიანობა და სტაბილურობა ახლა დამოკიდებულია 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე, რომელიც ამ ტერიტორიის ჩრდილოეთით, სოფელ უკრაინსკს იცავს.