ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ქაბული

ძლიერი აფეთქება ქაბულის სამხრეთ რაიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პროკურატურის შენობასთან აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.