ჩეხეთში მოსწავლეებს დანით თავს დაესხნენ – დაჭრილია 2 მოსწავლე

ჩეხეთის ერთ-ერთ ქალაქში სკოლის მოსწავლეებს ერთ-ერთ კლასში დანით თავს დაესხნენ. დაჭრილია 2 მოსწავლე. ამის შესახებ IDNES იტყობინება.

ინციდენტი ჩეხეთის სკოლაში

ინციდენტი 3 სექტემბერს, დილით, პილსენის რეგიონის პატარა ქალაქში მოხდა.

„როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მოსწავლე სხვა მოსწავლეებს დანით თავს დაესხა. დაჭრილია ორი მოსწავლე. თავდამსხმელი დაკავებულია“, – წერს უცხოური მედია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, ცუდი შეფასების გამო 13 წლის გოგო კლასიდან გარიცხეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან მოსწავლეებზე თავდასხმა.