ევროპარლამენტარები: მონღოლეთის უარი პუტინის დაკავებაზე პრეცედენტს შექმნის

ევროპარლამენტარები მონღოლეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამოეხმაურნენ. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ვლადიმერ პუტინი

ევროკავშირის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ურმას პაეტის განცხადებით, მონღოლეთს  ისტორიული შესაძლებლობა ჰქონდა საერთაშორისო სამართლის გარანტი გამხდარიყო.

„ჩვენ უბრალოდ უნდა შევასრულოთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოთხოვნა – დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში“, – განაცხადა პაეტმა.

მისივე განცხადებით, თუ მონღოლეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ICC-ს წევრი, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი.

„მონღოლეთის უარი პუტინის დაპატიმრებაზე პრეცედენტს შექმნის და გზას გაუხსნის სხვა ქვეყნებს შერჩევით გამოიყენონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი“, – აღნიშნეს ევროპარლამენტის წევრებმა თავიანთ მიმართვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა კრემლის ლიდერის მონღოლეთში ჩასვლაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი მონღოლეთში 2 სექტემბერს დაიწყო.