„ჰამასს ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი“ – ნეთანიაჰუმ მოკლული მძევლების ოჯახებს პატიება სთხოვა

მას შემდეგ, რაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე 6 მძევლის ცხედარი იპოვეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევალთა ოჯახებს პატიება სთხოვა და დაჰპირდა, რომ „ჰამასს“ ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბლოკვაზე თავად არ არის პასუხისმგებელი და შეთანხმების გაჭიანურება „ჰამასის“ ბრალია.

„ოჯახებს პატიებას ვთხოვ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ, ისინი ცოცხლები დაგვებრუნებინა. ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მათი გამოყვანა. ძალიან ახლოს ვიყავით. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა და პირველ რიგში იმიტომ, რომ „ჰამასს“ არ სურს შეთანხმების გაფორმება“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ მძევლები ერთი ან ორი დღით ადრე მოკლეს იქამდე, სანამ მათ ისრაელელი ჯარისკაცები მიაგნებდნენ.