აშშ-მა „ჰამასის“ ლიდერებს 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა, „ჰამასის“ ლიდერს, იაჰია სინვარსა და დაჯგუფების კიდევ ხუთ წევრს, ისრაელში 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.

იაჰია სინვარი

იუსტიციის დეპარტამენტი მათ ტერორისტული აქტების მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, შეთქმულებასაც ედავება, რამაც მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ წაყენებული ბრალდებები იმ ძალისხმევის მხოლოდ ნაწილია, რომელიც „ჰამასის“ ოპერაციების წინააღმდეგ არის მიმართული.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა, 1 200 კი თავდასხმის დროს დაიღუპა.