დმიტრო კულებამ რადას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადებით, მან უკრაინის პარლამენტს მიმართა.

დმიტრო კულებამ რადას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.

„უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დმიტრო კულებასგან, თანამდებობის დატოვების შესახებ“.- განაცხადა სტეფანჩუკმა.

მან დოკუმენტის ფოტოც გაასაჯაროვა და განმარტა, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.