გლობალური ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლიდან ეს გავლენები აუცილებლად შესუსტდება – პრემიერი

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გამჭვირვალობის კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და შეზღუდვების შესახებ ისაუბრა.

პრემიერი

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა სახელმწიფო სტრუქტურებზე, რაც შემაშფოთებელია.

„გლობალური ომის პარტიას აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზე და, შესაბამისად, ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა. დღეს ისმის პოზიტიური გზავნილები უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. ჩვენ მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც სამწუხაროდ უკრაინა არის მისული. რაც შეეხება 95 მილიონს [აშშ-ის მიერ შეჩერებული დახმარება], ჩვენ ვერ მივაგენით ამ თანხის შინაარსს“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი დარწმუნებულებია, რომ გლობალური ომის პარტიის გავლენები სახელმწიფო სტრუქტურებზე მომავალი წლიდან აუცილებლად შესუსტდება.