ირაკლი კობახიძე: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო და მგრძნობიარე პროცესია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საინტერესო პროცესია. მისი თქმით, საკითხი ძალიან მგრძნობიარეა.

ირაკლი კობახიძე

„ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საინტერესოა ეს პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ლი სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა.