ჯო ბაიდენი პოლტავაზე თავდასხმაზე – ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ უკრაინელები ქედმოუხრელად დგანან

უმკაცრესად ვგმობ ამ სავალალო თავდასხმას. ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი და აღმაშფოთებელი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ ორწელიწადნახევარია, უკრაინელი ხალხი ქედმოუხრელად დგას, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას.

ჯო ბაიდენი პოლტავაზე თავდასხმაზე - ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ უკრაინელები ქედმოუხრელად დგანან

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალის გვერდით დგომას, მათ შორის იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებით, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის დასაცავად.

„არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“, – აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.