ლაშა ბაქრაძის შეურაცხმყოფელ განცხადებას თვით პრემიერი კობახიძე გამოეხმაურა

ლაშა ბაქრაძეს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც მან გუშინ გააკეთა, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან არის დასაგმობი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, საარჩევნო პროცესებში რადიკალიზმი შემოიტანოს.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა:

„ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო. ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.