პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ყაზანში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის ფარგლებში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ჰან ჩჟენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ყაზანში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს.

პუტინი

„როგორც შევთანხმდით, ჩვენ BRICS-ის სამიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ სი ძინპინს ველოდებით. გთავაზობთ, რომ მუშაობის დროს ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გავმართოთ“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტი 22-24 ოქტომბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წელს პუტინი და სი ძინპინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.