Reuters: გერმანია უკრაინას IRIS-T ტიპის 6 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს

გერმანიის მთავრობა უკრაინას კიდევ ექვს ერთეულს IRIS-T ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, საერთო ჯამში გერმანია აპირებს უკრაინისთვის 12 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემას.

IRIS-T ტიპის 4 ერთეული უკვე უკრაინაშია, კიდევ ორი ერთეული წლის ბოლომდე გადაეცემა, ხოლო დანარჩენი ექვსი – მოგვიანებით.