აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად 2 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორ, კრის ჰოისზე დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკული მედიის ცნობით, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ეჭვმიტანილი თავდამსხმელი დაკავებული და იდენტიფიცირებულია. ის 14 წლის მოსწავლეა.
მომხდარი ინციდენტის გამო სკოლა 1 კვირით დაიხურება.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა სროლის მოტივი.