პესკოვის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ პესკოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

დმიტრი პესკოვი

„ასეთი დისკუსიები არ არსებობს,” – თქვა მან და უპასუხა შესაბამის კითხვას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.