რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ექმნება წარმოდგენა, რომ უკრაინას “უცხოპლანეტელები” მართავენ. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც უკრაინის მხრიდან დანაკარგებზე ისაუბრა.
“ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან ან უცხოელები… არ ფიქრობენ უბრალოდ [ხალხზე]”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები “კოლოსალურია”.