პუტინი: რუსეთის ხელისუფლებას პაველ დუროვის მიმართ პრეტენზია არასდროს ჰქონია

კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე დასმული კითხვის საპასუხოდ „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დუროვის მიმართ არასოდეს ჰქონია პრეტენზია.

ვლადიმერ პუტინი

„რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს ჰქონია პრეტენზია Telegram-ის თანადამფუძნებლის პაველ დუროვის მიმართ, სხვა ქვეყნების ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ „ საფრანგეთის ხელისუფლების ქმედებები არც თუ ისე ნათელია, რადგან შერჩევით ხასიათს ატარებს“.

შეგახსენებთ, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. დუროვი სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლით არის ეჭვმიტანილი და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი კიბერშეტევებში დუროვის შესაძლო მონაწილეობაა.

ამასთან, The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დუროვს სთავაზობდა, კომპანიის სათავო ოფისი პარიზში გადაეტანა.