როდესაც ევროკავშირის ერთ ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
„ეს კრიტიკა არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, არავითარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვაზე.
როდესაც ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის შეშფოთება, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.