უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 სექტემბერს გერმანიაში ჩავა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი ავრცელებს.
„შეხვედრა პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება”, – განუცხადა მთავრობის სპიკერმა გამოცემას AFP.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ფრანკფურტის მახლობლად, ამერიკული სამხედრო ბაზა „რამშტაინის“ ტერიტორიაზე, უკრაინის დახმარების საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვა.