თუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოიგებს არჩევნებს, ისრაელი შეწყვეტს არსებობას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკურ ებრაულ კოალიციასთან“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ მიგატოვებენ, თუ ის პრეზიდენტი გახდება და ვფიქრობ, თქვენ უნდა აუხსნათ ეს თქვენს ხალხს. თქვენ არ გექნებათ ისრაელი, თუ ის [კამალა ჰარისი] პრეზიდენტი გახდება. მე არ მესმის, როგორ შეუძლია ვინმეს მხარი დაუჭიროს მათ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ებრაელები თავს დაცულად გრძნობდნენ, სანამ ის თანამდებობაზე იყო.
„თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, ტერორისტული ჯარები აწარმოებენ განუწყვეტელ ომს, რათა განდევნონ ებრაელები წმინდა მიწიდან“, – დასძინა მან.