კრემლის ლიდერის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლომდე უნდა შესრულდეს ის მიზნები, რომელიც რუსეთმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დაისახა.
„ჩვენ უნდა შევასრულოთ ის მიზნები, რომლებიც დასახული იყო სპეცოპერაციის დასაწყისში. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ უნდა მივცეთ მათ უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს კონტინენტზე“, – აღნიშნა პესკოვმა.