ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერა.
ამავე ცნობით, ჩინეთი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩინეთი, უზრუნველყოფს მრავალი სახის იარაღის წარმოებას, რომელსაც რუსეთი იყენებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ ომისადმი პეკინის მუდმივმა მხარდაჭერამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ინტერესებსა და რეპუტაციაზე და მოუწოდა შეწყვიტოს რუსეთის ომის მხარდაჭერა.
„მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა“, – დასძინა მან.