ვიქტორ ორბანი: აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

რა თქმა უნდა, აუცილებელია! საუბარია კომუნიკაციაზე. თუ კომუნიკაცია არ არის, ომი უფრო და უფრო უარესდება.

ორბანის თქმით, მას კარგი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტთან.