ნიუ იორკის მოსამართლემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი არჩევნების შემდეგ გადადო.
ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ავრცელებს.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სასჯელის სახე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დუმილის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის საქმეზე მიმდინარეობს, 18 სექტემბერს უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
„სასჯელის დაკისრება გადაიდო, რათა თავიდან იქნას აცილებული დაუსაბუთებელი აღქმაც კი რომ სასამართლო პროცესზე გავლენა იქონია ან თავად სასამართლო პროცესი ცდილობს გავლენა იქონიოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც მოპასუხე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატია. სასამართლო არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი”, – წერს მოსამართლე.