ყირგიზეთში „თალიბანი“ აკრძალულ ორგანიზაციათა სიიდან ამოიღეს

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანური ისლამისტური დაჯგუფება „თალიბანი“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ეს გადაწყვეტილება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დიალოგის შენარჩუნებაზეა მიმართული“, – განაცხადეს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე “თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირგიზეთის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „ბიშკეკის ეს გადაწყვეტილება რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ავღანეთის ისლამური ემირატის პოლიტიკური აღიარების ზრდაზე მიუთითებს“, – აცხადებენ თალიბები.

„თალიბანი“ ავღანეთის სათავეში 2021 წლიდან იმყოფება. იურიდიულად მათი მთავრობა საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის, ამასთანავე ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, თალიბებთან კონტაქტებს ინარჩუნებს.