უკრაინას ჯარისკაცების მარაგი ეწურება – ავსტრალიური მედია

ავსტრალიურმა ტელეკომპანია ABC-მ გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც კიევის რეჟიმის რთული რეალობაა ასახული – უკრაინას ჯარისკაცების მარაგი ეწურება.

სამხედრო

„ამ ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი გავიდა, უკრაინის ჯარები „გაფანტულია“ ფრონტის ხაზზე. ამ ჯარისკაცებში ყველაზე გასაოცარი მათი ასაკია, ისინი 40-50 წლის არიან“, – აცხადებენ ჟურნალისტები, რომლებიც ახალწვეულებს გაესაუბრნენ.

თანმხლებ სტატიაში ABC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა ზოგიერთს „სამხედრო ოსტატობად“ მიაჩნია, ბევრი შეშფოთებულია, რომ ამ „უგუნურ შეტევას“, შესაძლოა, „საპირისპირო შედეგი“ მოჰყვეს.

„მეჩვენება, რომ უკეთესი იქნება, თუ ჩვენი ძალების კონცენტრაციას მთლიანად კონკრეტული მიმართულების დასაცავად მოვახდენთ. ჯარების ამ გაფანტვას უარყოფითი შედეგები მოჰყვა“, – განუცხადა ABC-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ და იქ ახლაც იმყოფებიან, რუსული ძალები კი დონბასში შეტევას განაგრძობენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან უკრაინულ ქალაქს, პოკროვსკს მიუახლოვდნენ.