ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით,
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი გვამი დახვდათ, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
„ვესაუბრე სატყეოს წარმომადგენელსაც, დაშავებულები იყვნენ, შედეგი დამდგარი რა არის არ ვიცი. მე გარდაცვალებაზე ინფორმაცია არ მაქვს, როცა დავრეკე ვიცი, რომ ელოდებოდნენ სასწრაფოს და უნდა გადაეყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში. მერე აღარ მაქვს ინფორმაცია. თან იქ ტყეა არ იჭერს ტელეფონი, როგორც მითხრეს შეშის დასამზადებლად იმყოფებოდნენ. ორი იყო დაშვებული და რამდენი იმყოფებოდა არ ვიცი“,– ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე.
ინფორმაციას, “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.