ბლინკენი: ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი აპირებენ, უკრაინის მიერ რუსეთზე შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვა განიხილონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად აპირებს პარასკევს, 13 სექტემბერს, უკრაინის მიერ რუსეთზე შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვა განიხილოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

კირ სტარმერი და ჯო ბაიდენი

ბლინკენის თქმით, აშშ და დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ირანის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანდნენ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს არის „კრიტიკული მომენტი“ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში, ისევე, როგორც ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ სრულად ვეთანხმებით ირანის კრიმინალურ ქმედებებთან ბრძოლის აუცილებლობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა ლემიმ.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი ამ კვირაში ერთობლივი ვიზიტით კიევს ეწვევიან, რათა ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.