ჩვენი კოალიციის წევრი დააკავეს – “ძლიერი საქართველო” პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

პოლიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები პოლიტიკურ დევნაზე და რეპრესიებზე საუბრობენ – საბა ბუაძის თქმით,  დაკავებულია საგარეჯოს ორგანიზაციის “ერთ-ერთი ლიდერი, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, იუსალ გეიუბოვი.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ გეიუბოვის სახლში სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღთან, არც კოალიციის წევრს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს.