ებრაული მედია: ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გათავისუფლებას მხარს უჭერს, რადგან ეს ქვეყანას უსაფრთხოების სხვა პრობლემების მოგვარების „სტრატეგიულ შესაძლებლობას“ მისცემს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

იოავ გალანტი

„ტყვეების სახლში დაბრუნება – სწორი გადაწყვეტილება იქნება“, – თქვა გალანტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

„[ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების მიღწევა აგრეთვე სტრატეგიული შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში ყველა ფრონტზე სიტუაციის შეცვლის დიდ შანსებს მოგვცემს“, – დასძინა მან.