„იქნება სანქციები“ – ბლინკენი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას ადასტურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა უკრაინაში გამოსაყენებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ბლინკენმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები გამოცხადდება, მათ შორის ირანის სახელმწიფო ავიაკომპანია Iran Air-ის წინააღმდეგ.

„ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი პირადად, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა საშიში ესკალაცია. რუსეთმა უკვე მიიღო ეს რაკეტები“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან დასძინა, რომ რუსეთი სავარაუდოდ გამოიყენებს ამ მარაგებს რამდენიმე კვირაში.

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ კვირაში უარყვეს, რომ ისინი იარაღს აგზავნიდნენ რუსეთში.