რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე, დრონებით შეტევა იყო

რუსეთი დრონებით შეტევის შესახებ იუწყება. რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ათეულობით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, სულ მცირე, 14 მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა.

დრონით შეტევა რუსეთზე

მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი რამენსკოეში მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მე-11 და მე-12 სართულების რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ 05:23 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დრონი ჩამოაგდეს პოდოლსკისრამენსკოესლუბერეცისდომოდედოვოსა და კოლომნას საქალაქო ოლქებში. რამენსკოეში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 46 წლის ქალი დაიღუპა.

მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში რეისების მიღება და შესრულება დროებით შეწყდა. დაიხურა ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში. გაუქმებულია დაახლოებით 45 რეისი.