ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა – ანტონიო გუტერეში

ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა ჩემი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მანდატის პერიოდში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

Возможно, это изображение 1 человек и текст

„არასოდეს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე, როგორსაც ვხედავთ ღაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმისას აღნიშნა, რომ გაერო-მ მხარეებს ნებისმიერი ზავის მონიტორინგი შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, არარეალურია იმის ფიქრი, რომ გაერო-ს შეუძლია ღაზას მომავალთან დაკავშირებით როლის შესრულება მომავალში, ტერიტორიის ადმინისტრირებით ან სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფით, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი გაერო-ს როლს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გვთხოვა. საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, კერძოდ, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, – აღნიშნა გუტერეშმა.