აზერბაიჯანი სომხეთს მისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისლოცირებული ერთ-ერთი აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ფოტო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

როგორც აზერბაიჯანული მხარე იუწყება, სომეხმა ჯარისკაცებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანულმა არმიამ ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო.

განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მომხდარს და კიდევ ერთხელ ახსენებს აზერბაიჯანულ მახრეს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა მათ ამგვარი შესაძლო ინციდენტების შემსწავლელი ერთობლივი კომისიის შექმნა შესთავაზა.