ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ერაყში გაემგზავრა.
პეზეშკიანი იმედოვნებს, რომ რეგიონული დაძაბულობის ფონზე ბაღდადთან თეირანის კავშირებს გააძლიერებს.
ირანის პრეზიდენტს ბაღდადის აეროპორტში ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდა.
„პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ-სუდანი მიესალმება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს“, – ნათქვამია ერაყის პრემიერის ოფისის განცხადებაში.