რობერტ კენედი: ბაიდენმა უბრძანა Facebook-ს, Instagram-ს, Youtube-სა და Twitter-ს, დაეწყოთ მისი პოლიტიკური კრიტიკოსების, სამედიცინო ინფორმაციის, უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციისთვის ცენზურის დაწესება

ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ტურში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ფიცის დადებიდან 37 საათში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა Facebook-ს, Instagram-ს, Youtube-ს და Twitter-ს, ცენზურა დაეწესებინათ მის კრიტიკოსებზე, ისევე, როგორც მისთვის არასასურველ სამედიცინო ინფორმაციაზე და უკრაინის ომის კრიტიკოსებზე.

რობერტ კენედი

“ფიცის დადებიდან 37 საათის შემდეგ, ბაიდენმა გახსნა პორტალი და უბრძანა სოციალური მედიის კომპანიებს: Facebook-ს, Instagram-ს, Youtube-სა და Twitter-ს, დაეწყოთ მისი პოლიტიკური კრიტიკოსებისთვის ცენზურის დაწესება, ასევე, სხვა ინფორმაციების, სამედიცინო ინფორმაციისა და უკრაინის ომის კრიტიკის ჩათვლით. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისთვისაც ცენზურის დაწესება Facebook-ს უბრძანეს. Facebook-ი დაემორჩილა და ჩემი Instagram-ის მთელი ანგარიში თითქმის მილიონი გამომწერით წაშალა, მაგრამ მათ ვერ იპოვეს ფაქტობრივი შეცდომა ჩემს ანგარიშზე. ელექტრონული მიმოწერის დროს, ერთ-ერთ წერილში Facebook-ი აცხადებს, რომ ფაქტობრივად, არ არის მცდარი ინფორმაციები და ამიტომ მათ მოუწიათ ახალი სიტყვის მოგონება, რომელიც იყო Malinformation – ეს არის ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად მტკიცდება, რომელიც ტექნიკურად სწორია, მაგრამ მაინც მოუხერხებელია მთავრობისთვის. ასე რომ, პორტალი, რომელიც მათ გახსნეს ბაიდენის თეთრი სახლში, სამართავად გადასცეს FBI-ს – ასე რომ, გვაქვს ამერიკელი მოქალაქეების ცენზურაში მონაწილე FBI. ამის შემდეგ FBI-მ ცენზურის პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია CIA, CISA, რომელიც არის ჯგუფი, რომლის შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ, მაგრამ ეს არის ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსის ცენტრი, DHS, IRS, რომლებიც არ ვიცი რის ცენზურას ახორციელებდნენ, ასევე, NIH, CDC და FDA“, – განაცხადა კენედიმ.