გუშინდელი მარტჩის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოზარის მეშვეობის გამარჯვება მიულოცეს, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება.
„კალაძე და კობახიძე ურეკავენ ვიდეოზარით ხვიჩა კვარაცხელიას, ულოცავენ გამარჯვებას, ამას ჩუმად იღებენ კამერით და ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
.უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს.
“კვარა” არასდროს გახდება ქოცი. არც მოინდომებს და რომც მოინდომოს, ამას ვერ შეძლებს. საპარლამენტო სიის ასაკი რომ მოუწევს, “ქოცობა” კარგა ხნის გადაშენებული იქნება.” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.