179 გარდაცვლილი – ტაიფუნმა “იაგმა” ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილი გაანადგურა

ტაიფუნმა “იაგმა” ვიეტნამის ჩრდილოეთი ნაწილი გაანადგურა. სტიქიამ სულ მცირე 179 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაკარგულად ითვლება 145. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი სახიფათო ზონიდან გაყვანა რამდენიმე დღით დაგვიანებით მოხერხდა და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყვნენ. სტიქიის გამო გარკვეული შეფერხებებია ვიეტნამის დედაქალაქშიც.