ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მიმტანად მუშაობდა მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან რუს ტურისტს მეხი დაეცა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, – აცხადებენ კლინიკაში.